სტრასბურგში PACE-ს ეგიდით სემინარი დასრულდა

p

სტრასბურგში PACE-ს ეგიდით სემინარი დასრულდა

გამოქვეყნებულია: 26/11/2019

2019 წლის 19 - 21 ნოემბერს ქ. სტრასბურგში (საფრანგეთი),  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE)  ორგანიზებით გაიმართა სემინარი თემაზე „ეროვნული პარლამენტების როლის შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონვენციისა და განჩინებების განხორციელებაში“. სემინარი, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩატარდა ევროპის საბჭოში. მასში მონაწილეობას იღებდნენ სომხეთისა და საქართველოს ეროვნული პარლამენტების, სასამართლოს, ომბუდსმენის აპარატის  თანამშრომლები. საქართველოს უზენაესი სასამართლოდან შეხვედრაში მონაწილეობდა ანალიტიკური განყოფილების უფროსი  მარინე კვაჭაძე.

ინტენსიური შეხვედრების ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული  ისეთი საკითხები, როგორიცაა ეროვნული პარლამენტების, საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების როლი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებში.  მარინე კვაჭაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც არსებობს საერთო სასამართლოებში ამ მიმართულებით, აგრეთვე, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ანალიტიკური განყოფილების მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც შეისწავლის სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების  აღსრულების საკითხებს ეროვნულ დონეზე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) მსგავსი სახის შეხვედრებს ატარებს რეგულარულად 2013 წლიდან და მისი მიზანია უზრუნველყოს ეროვნული პარლამენტებისა უფრო აქტიური ჩართულობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში.

ივლისი 2020

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi