მოსამართლეებისთვის ICC-მ შეხვედრა გამართა

g

მოსამართლეებისთვის ICC-მ შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია: 09/10/2019

8 ოქტომბერს, სასტუმრო ,,რუმსში“, საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო არბიტრაჟის დღეების ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამრთლოს მიერ მოსამართლეთათვის კომერციულ არბიტრაჟში  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ეძღვნებოდა საერთაშორისო არბიტრაჟისა და ICC არბიტრაჟის ძირითად ასპექტებს.  შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა საარბიტრაჟო დათქმის განმარტება, საარბიტრაჟო შეთანხმებების განმარტებისას გამოსაყენებელი სამართალი, უზრუნველყოფის ღონისძიებები და სასამართლოს მიერ გაწეული დახმარება უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებისა და განსხვავებული მოსაზრებების სხვადასხვა ფორმების განხილვისას განსაკუთებული ყურადღება გამახვილდა ქართულ მიდგომაზე აღსრულებისა და გაუქმების პროცედურებში ეროვნული სასამართლოების როლთან დაკავშირებით.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე. როგორც  მზია თოდუამ განაცხადა, საარბიტრაჟო სასამართლოს განვითარება არის საკითხი, რომელიც სასამართლო სისტემას აინტერესებს, რადგან ამ ინსტიტუციას მრავალი წლის განმავლობაში შეექმნა  სერიოზული პრობლემები სწორად და გამართულად ჩამოყალიბებისთვის. კვალიფიციური და კეთილსინდისიერი არბიტრების ნაკლებობამ ამ ინსტიტუტის უმძიმეს პირობებში ჩაყენება გამოიწვია. სწორედ  ამიტომ  ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსა და სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რათა მოხდეს არბიტრაჟის განვითარება ჩვენს ქვეყანაში. საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსა და მისი სამდივნოს შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და მის როლსა დ ფუნქციებზე ისაუბრა ჟივა ფილიპიჩმა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორსიო საარბიტრაჟო სასამართლოს მმართველმა მრჩეველმა პარიზიდან. მან ასევე ისაუბრა საარბიტრაჟო დათქმის განმარტებაზე უახლესი მაგალითების გამოყენებით.  უზრუნველყოფის ღონისძიებები საერთაშორისო არბიტრაჟში, სასამართლოს დახმარება უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებისას, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებისა და განსხვავებული მოსაზრებების სხვადასხვა ფორმები, ამ თემაზე მოხსენება გააკეთა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საეთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს წევრმა საფრანგეთიდან, უფროსმა იურისტმა განათლების მიმართულებით, ,,ფრეშფილდს ბრუკჰაუს დერინგერის“ წარმომადგენელმა ქეთევან ბეთანელმა.

აღსრულებისა და გაუქმების პროცედურებში ეროვნული სასამართლოების როლზე და ქართულ მიდგომაზე ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ნინო ბაქაქურმა. 9 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლო უმასპინძლებს, მე-6 ყოველწლიური საარბირტრაჟო დღეების ფარგლებში, 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

ოქტომბერი 2019

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi