უკრაინის მოსამართლეთა დელეგაცია უზენაეს...

r

უკრაინის მოსამართლეთა დელეგაცია უზენაეს სასამართლოს ეწვია

გამოქვეყნებულია: 04/10/2019

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინელ მოსამართლეთა დელეგაცია სტუმრობდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ კიევის, ხარკოვის, ლვოვის და დნეპრის საქალაქო და რაიონული სასამართლოების სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი მოსამართლეები. მოსამართლეთა დელეგაცია საქართველოში სასწავლო-გაცნობითი ხასიათის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, სადაც დელეგაციის წევრები უკვე ეწვივნენ იუსტიცის სახლს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. უკრაინელი სტუმრები მიიღეს უზენაესი სასამართლოს მენეჯერმა ნატო ლომთათიძემ, სამართლებრივი უზრუნველყოფის მენეჯერმა ლია ყიფიანმა და კოორდინაციისა და კომუნიკაციის მენეჯერმა ანა შალამბერიძემ, რომლებმაც დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს სტუმრებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ფუნქციისა და როლის შესახებ, გააცნეს უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სპეციფიკა, აპარატის სტრუქტურა და სამუშაო რეჟიმი.

სტუმრები დაინტერესდნენ მოსამართლეთა დატვირთულობით, სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების შემადგენლობის არჩევის წესით, სასამართლო სისტემაში რეფორმების მიმდინარეობის პროცესითა და მიღწევებით. შეხვედრამ გულთბილ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა. შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრები ეწვივნენ მართლმსაჯულების მუზეუმს და დაათვალიერეს ისტორიული შენობა.

ნოემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi