უზენაესმა სასამართლომ უზბეკეთის დელეგაციას...

u

უზენაესმა სასამართლომ უზბეკეთის დელეგაციას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია: 02/10/2019

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს უზბეკეთის სასამართლოს წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვია, რომლებიც სასწავლო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან საქართველოში.

სტუმრები, რომელთა ვიზიტი ხორციელდება გაეროს განვითარების ფონდისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ეცნობიან საქართველოს სასამართლო სისტემის რეფრმირების ძირითად მომენტებსა და მიღწეულ შედეგებს.

უზბეკეთის დელეგაციის წევრები მიიღო საქართველო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, რომელმაც ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის პროცესისა და მიღწევების შესახებ, ხაზი გასუვა იმ გამოწვევბს, რაც დღეს სასამართლო ხელისუფლების წინაშე დგას. მზია თოდუამ ისაუბრა უზენაესი სასამართლოს ფუნქციასა და როლზე სასამართლო სისტემაში, განსაკუთრებით გამოჰყო ყველა ის რეფორმა, რომელიც დაიწყო 2012 წლის შემდეგ და რომელთა განხორციელებამაც მნიშვნელოვანი პოზიტიური ძვრები მოუტანა მართლმსაჯულების სისტემას, განსაკუთრებით ხაზი გაესვა სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიების გაზრდას. აღინიშნა, რომ დღეს უზენაესი სასამართლოსთვის, როგორც უმაღლესი ინსტანციის დაწესებულებისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მართლმსაჯულება იყოს დროული, ეფექტური და ხარისხიანი, რის მიღწევაშიც მზია თოდუას  განცხადებით, უდიდეს როლს თამაშობენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, რომლებიც არ იშურებენ მონდომებასა და მხარდაჭერას როგორც მოსამართლეების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, ისე სასამართლო პერსონალის გადამზადებისთვის.

უზბეკი კოლეგების წინაშე პრეზენტაციით ,,შესავალი საქართველოს სასამართლო სისტემაში“, წარსდგა უზენაესი სასამართლოს მენეჯერი ნატო ლომთათიძე, რომელმაც დეტალურად ისაუბრა სასამართლო სისტემის, სასამართლოების და მოსამართლეების რაოდენობების და მათი დატვირთულობის, სასამართლოების საქმიანობის ადმინისტრირების მექანიზმების, სასამართლოს გადაწყვეტილებების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების შესახებ.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეთა საკასაციო პალატების სამდივნოების უფროსებმა თეა თავხელიძემ, ნინო შონიამ და გიორგი გეგელიამ წარმოადგინეს დეტალური პრეზენტაციები სამოქალაქო, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებების შესახებ საქართველოში. სტუმრების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან, მედიაციის ინსტიტუტთან, გამარტივებული წესით საქმეთა განხილვასთან, სააპელაციო საქმეთა გასაჩივრებასთან, ახლადაღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებულმა საკითხებმა.

უზბეკეთის სასამართლოს წარმომადგენელთა  სასწავლო ვიზიტით გათვალისწინებული შეხვედრები ხვალ, 3 ოქტომბერსაც გაიმართება უზენაეს სასამართლოში, სადაც წარმოდგენილი იქნება მოხსენებები ,,საქართველოში  სამართალწარმოების ეფექტურობის გასაზრდელი რეფორმების მიმოხილვა“, სამართალწარმოების ეფექტურობის გასაზრდელი ცალკეული ღონისძიებების თავისებურებები, გადადებული სასამართლოების სტატისტიკა, წინასწარი განხილვების ეფექტურობის მექანიზმები, მოსამართლეტა დატვირთულობის ოპტიმიზაციის გზები. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ისაუბრებს უზენაესი  სასამართლოს სტატისტიკის განყოფილების უფროსი ლია მჭედლიშვილი.

ოქტომბერი 2019

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi