უზენაეს სასამართლოში პოლონელი მკვლევარები...

s

უზენაეს სასამართლოში პოლონელი მკვლევარები იმყოფებოდნენ

გამოქვეყნებულია: 27/09/2019

27 სექტემბერს  საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ესტუმრნენ პოლონური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ინსტიტუტის ,,პოლონიკას“ ექსპერტები ზბიგნევ მიხალჩუკი, მარჩინ ზგლინსკი და პიოტრ ჯამსკი, რომელთა სამუშაო გეგმის მიხედვით განზრახულია კვლევებისა და ფოტოდოკუმენტირების განხორციელება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მართლმსაჯულების მუზეუმში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში და საქართველოს ცენტრალურ არქივში.

მკვლევარებმა დაათვალიერეს პოლონელი არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით აგებული ისტორიული შენობა, გაეცნენ ისტორიულ მასალებს და გადაიღეს სასამართლო დარბაზებისა და შენობის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფოტოები. ~

პოლონელი მკვლევარები მოპოვებულ  მასალებზე დაყრდნობით აპირებენ წიგნის გამოცემას, სადაც მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტებით აგებულ ისტორიულ შენობებს: საქართველო უზენაეს სასამართლოს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, აბრეშუმის მუზეუმს და სხვა მნიშვნელოვან ნაგებობებს.

თებერვალი 2020

  • Previous month
  • Next month
თებერვალი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi