უზენაეს სასამართლოს ციურიხის უნივერსიტეტის...

a

უზენაეს სასამართლოს ციურიხის უნივერსიტეტის დელეგაცია ესტუმრა

გამოქვეყნებულია: 24/09/2019

23 სექტემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ციურიხის უნივერსიტეტის ევროპული ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ინსტიტუტის დირექტორის პროფესორ ანდრეა კელერის ხელმძღვანელობით.

დელეგაცია სასწავლო გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში მოგზაურობს საქართველოსა და სომხეთში.

ციურიხის უნივერსიტეტის წარმომადგენლები მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ ვასილ როინიშვილმა, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დელეგაციის წევრებს საქართველოს სასამართლო სისტემასა და მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ,  ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რაც დღეს სასამართლოს წინაშე დგას. ისაუბრა უზენაესი სასამართლოს სტრუქტურასა და  როლზე სასამართლო სისტემის განვითარების პროცესში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციასა და მნიშვნელობაზე. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ სასამართლოებში საქმეთა განაწილების წესით. საქმეთა გასაჩივრების პროცედურით,  მოსამართლეთა შერჩევისა და დამტკიცების, აგრეთვე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და ადვოკატის პროფესიასთან  დაკავშირებული საკითხებით.

ციურიხის უნივერსიტეტის ევროპული ინსტიტუტი წარმოადგენს შვეიცარიაში არსებულ ევროკავშირისა და საერთაშორისო ბიზნეს-სამართლის ექსპერტიზის ცენტრს. ინსტიტუტის პროექტებს შორისაა სხვადასხვა სასწავლო თუ  სამუშაო ვიზიტები, რომლებიც ფოკუსირებულია სხვადასხვა თემატიკაზე, მაგალითად ბრიუსელი/ლუქსემბურგი - ევროპული ინსტიტუციები, ლონდონი - ფინანსური ცენტრი, ჰააგა - სამართლიანობის დედაქალაქი და სხვა. დელეგაციის წევრები ძირითადად არიან იურისტები, მოსამართლეები, ბანკირები, პროფესორები ან შვეიცარიის ფედერალური ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები.

ვიზიტი, რომელიც საქართველოსა და სომხეთში დაიგეგმა ფოკუსირებულია, ეკონომიკაზე, სასამართლო სისტემასა და სოციალურ გარემოზე. როგორც დელეგაციის წევრებმა განაცხადეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ვიზიტი მათი ვიზიტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ისინი გაეცნენ საქართველოს საკანონმდებლო სისტემას, სასამართლო სისტემის გამოწვევებსა და მის ყოველდღიურ სამუშაო პროცესს. შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმი და ისტორიული შენობა.

ოქტომბერი 2019

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi