მოსამართლე ნინო ბაქაქური უზენაესი...

n

მოსამართლე ნინო ბაქაქური უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებულ კონფერენციაში მონაწილეობდა

გამოქვეყნებულია: 26/07/2019

2019 წლის 23 ივლისს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „სანდომართლმსაჯულება, დემოკრატიადაეკონომიკურიგანვითარება: გამოწვევებიდაშესაძლებლობები, რომელშიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური მონაწილეობდა.

ღონისძიება გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთაასოციაციისთავმჯდომარემდავითასათიანმა, საქართველოსპარლამენტისთავმჯდომარეარჩილთალაკვაძემდაამერიკისშეერთებულიშტატებისელჩისმოვალეობისშემსრულებელმაელიზაბეთრუდმა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა მოსამართლე ნინო ბაქაქურმა, რომელმაც ისაუბრა სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობისა და სასამართლოს მაღალი მორალური ავტორიტეტის მნიშვნელობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების სისტემაში უზენაესი სასამართლოს, როგორც საკასაციო ინსტანციის, განსაკუთრებულ როლს და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას დღეს საზოგადოება, უზენაეს სასამართლოში, განუსაზღვრელი ვადით, 20 მოსამართლის არჩევის პროცესში.

მოსამართლე ნინო ბაქაქურმა აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლო იზიარებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომელთა მიხედვით მართებული იქნება თუ 2016 წლის მოწვევის პარლამენტი შესაბამისი აქტის მიღებით, ერთი მხრივ, გამოხატავს უზენაეს სასამართლოში იმ მოსამართლეებს შეინარჩუნების ნებას, რომლებიც 2008 და 2012 წლების მოწვევის პარლამენტებმა აირჩიეს,  მათი 10 წლიანი ვადის განუსაზღვრელ ვადად გარდაქმნით; ხოლო, მეორე მხრივ, გამჭვირვალე და დემოკრატიული პროცესით თავად აირჩევს მოსამართლეთა იმ რაოდენობას, რაც აუცილებელია საკასაციო ინსტანციის სათანადო ფუნქციონირებისათვის.

მოსამართლე ნინო ბაქაქურმა აღნიშნა, რომ საკითხის ამგვარი გადაწყვეტა მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზისით: ა) რათაუზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან მიმართებაში არ დაირღვეს კონსტიტუციით გარანტირებული თანაბარი მოპყრობის პრინციპი; ბ) უზრუნველყოფილ იქნას უზენაესი სასამართლოს, როგორც საკასაციო ინსტანციის, ინსტიტუციური სტაბილურობა; და გ) შეიქმნას ძალთა ისეთი ბალანსი სასამართლო ხელისუფლების შიგნით, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოსამართლის მაქსიმალურ დამოუკიდებლობას და აამაღლებს საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლებისადმი.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ასევე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.

ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის სწორად, გამჭირვალედ, ობიექტურად და სანდოდ წარმართვის მნიშვნელობაზე, ქვეყნის როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის.


აგვისტო 2019

  • Previous month
  • Next month
აგვისტო 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi