ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

s

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია: 28/06/2019

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა სამართლებრივი შეჯამება 2019 წლის 27 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ საქმეზე გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნული საქმე ეხებოდა 2011 წელს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან მომჩივნის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ეროვნული ხელისუფლების მიერ. სტრასბურგის სასამართლომ წინამდებარე საქმეზე დაადგინა მე-3 მუხლის როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, აგრეთვე პროცედურული ნაწილის დარღვევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანი გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამ ფაქტზე დროული და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება.

იხილეთ გადაწყევტილება სრულად

ნოემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi