მოსამართლე ნინო ბაქაქურმა სამუშაო ვიზიტი...

y

მოსამართლე ნინო ბაქაქურმა სამუშაო ვიზიტი დაასრულა

გამოქვეყნებულია: 26/06/2019

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური 2019 წლის 19-21 ივნისს საფრანგეთის ქალაქ სავერნესა და სტრასბურგში ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა.

CCJE სამუშაო ჯგუფი ამჟამად მუშაობს #22 დასკვნის პროექტზე, რომელიც შეეხება მოსამართლეთა თანაშემწეების როლს სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაში და მათ ურთიერთობას მოსამართლეებთან. #22 დასკვნა განსახილველად წარედგინება CCJE მორიგ პლენარულ სესიას, რომელიც გაიმართება 2019 წლის ნოემბერში. https://www.coe.int/en/web/ccje/home?

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო არის ევროპის საბჭოსთან არსებული მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც შეიქმნა 2000 წელს. იგი შედგება ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნის  მოსამართლეებისაგან. საბჭოს მთავარი დანიშნულებაა მოსაზრებებისა და დასკვნების შემუშავება მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულად რეალიზაციისათვის. მოსამართლე ნინო ბაქაქური ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს წევრია 2017 წლიდან.

ივლისი 2019

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi