პროფესორი როდნი სმოლა უზენაეს სასამართლოს...

d

პროფესორი როდნი სმოლა უზენაეს სასამართლოს ეწვია

გამოქვეყნებულია: 30/05/2019

27 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან დელავერის სამართლის სკოლის დეკანი პროფესორი როდნი სმოლა ეწვია. სტუმარს სამუშაო შეხვედრაზე ესაუბრნენ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე. პროფესორ როდნი სმოლასთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ირაკლი ბურდული და ასისტენტ-პროფესორი დემეტრე ეგნატაშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა  ინფორმაცია მიაწოდეს სამართლის სკოლის დეკანს კომერციულ დავებთან დაკავშირებული დავების შესახებ და იმ გამოწვევევბზე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში მიმზიდველი და სანდო საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის განჭვრეტადობის თვალსაზრისით. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLOG) - ეგიდით გაწეული წვლილის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს, როგორც უცხოელი სპეციალისტების შეხვედრებს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან, ისე მათ მონაწილეობას გაცვლით სასწავლო პროგრამებში, რომლის მიზანია საუკეთესო გამოცდილების, სასამართლო პრაქტიკის, კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე არსებული მდგომარეობის გაცნობა და ქართული გამოცდილების გაზიარება უცხოელი მოსამართლეებისა და იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლებისათვის. სტუმარი დაინტერესდა  იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამებით, მსმენელთა მომზადების პროცესითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლების მეთოდიკით. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ სასწავლო პროგრამების,  სემინარების დაგეგმვისა და ორგანიზების მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს პროფესორმა სმოლამ დაათვალიერა უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და გაეცნო მართლმსაჯულების მუზეუმში დაცულ ექსპონატებს.

ივნისი 2019

  • Previous month
  • Next month
ივნისი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi