მართლმსაჯულების მუზეუმს კოლეჯის სტუდენტები...

l

მართლმსაჯულების მუზეუმს კოლეჯის სტუდენტები სტუმრობდნენ

გამოქვეყნებულია: 24/05/2019

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმიც შეუერთდა და ეს მნიშვნელოვანი დღე დამთვალიერებელთა სიმრავლით აღნიშნა.

მართლმსაჯულების მუზეუმს ეწვივნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების პროფესიული კოლეჯის სტუდენტები, რომლებმაც დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა, სასამართლო დარბაზები, გაეცნენ მუზეუმის ძველ და შედარებით გვიანი, პოსტსაბჭოთა პერიოდის ექსპონატებს, მიიღეს ინფორმაცია ქართული საერო და სასულიერო სამართლის ძეგლების შესახებ, გადაიღეს სასამართლო დარბაზების ისტორიული  მნიშვნელობის ნივთები და ექსპონატები. ფოტოსესიის შემდეგ სტუდენტებმა სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთეს მართლმსაჯულების მუზეუმის შთაბეჭდილებათა წიგნში.

ოქტომბერი 2019

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi