უზენაეს სასამართლოში 2019 წლის ზამთრის...

z

უზენაეს სასამართლოში 2019 წლის ზამთრის სკოლის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

გამოქვეყნებულია: 10/04/2019

მიმდინარე წლის 28 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2018 წლის ზაფხულისა და 2019 წლის ზამთრის მართლმსაჯულების სკოლების შემაჯამებელი ღონისძიება  გაიმართა, რომელიც გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სამოქალაქო საქმეთა საკასაციო პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ეხმარებიან ქართული მართლმსაჯულების სისტემას რეფორმების განხორციელების პროცესში და აღნიშნა, რომ რომ არა დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობა და მხარადჭერა, მართლმსაჯულ;ების ზაფხულისა და ზამთრის სკოლების წარმატებული პროექტი ვერ განხორციელდებოდა. როგორც მზია თოდუამ აღნიშნა, ,,მსგავსი სკოლის არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, მათი მოვალეობების გულმოდგინედ და ეთიკური სტანდარტების შესაბამისად განსახორციელებისათვის.“ სასამართლო მოხელეთა - მწერალი თანაშემწეებისა და ანალიტიკური რგოლების თანამშრომელთა გადამზადების პროგრამა განსაკუთრებულ როლს ასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის ზრდის ნაწილში. მოსამართლე მზია თოდუამ ზამთრის სკოლის მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ მოხარულია რადგან გამარჯვებულ მსმენელთა შორის უზენაესი სასამართლოს ორი თანამშრომელი მოხვდა -  თამარ ლეკიაშვილი - ეროვნული პრაქტიკის განზოგადებისა და შესწავლის განყოფილებისა თანამშრომელი და ნიკოლოზ დათეშიძე - ანალიტიკური განყოფილების თანამშროლელი.

როგორც აღინიშნა თამარ ლეკიაშვილი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაემგზავრება ლუქსემბურგის სასამართლოში, ხოლო ნიკოლოზ დათეშიძეს დისკუსიებში აქტიური მონაწილეობისათვის გადაეცა ევროპის საბჭოს პრიზი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადენელმა პიტერ დენისმა, ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის“ ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ირმა გელაშვილმა.

ივნისი 2019

  • Previous month
  • Next month
ივნისი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi