უზენაესმა სასამართლომ Telders-ის იმიტირებული...

t

უზენაესმა სასამართლომ Telders-ის იმიტირებული პროცესის მონაწილეებს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია: 10/04/2019

საქართველოში უკვე მრავალი წელია ტარდება Telders -ის იმიტირებული სასამართლო პროცესის  შეჯიბრი.

2019 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს  Telders -ის  ეროვნული იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრის მონაწილეები ეწვივნენ.

იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეჯიბრში მონაწილებდნენ: მარიამ ორჟონია, მარიამ ნოზაძე და ანა მუხიგულაშვილი, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ გიორგი თავართქილაძე, ნანა ვეკუა, იზა სამუშია და მარიამ ასათიანი. 

შეჯიბრს მოსამართლეობა გაუწიეს უმაღლესმა და წამყვანმა იურისტებმა. შეჯიბრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ორივე გუნდი გაემგზავრება საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში.

ბოლო სიახლეები


აგვისტო 2019

  • Previous month
  • Next month
აგვისტო 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi