სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე...

i

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 08/02/2019

ევროპის საბჭოს და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, 2019 წლის 6 თებერვალს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში  სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი მარინა კვაჭაძე და ამავე განყოფილების თანამშრომლები: ეკა მამალაძე და ნათია ჯუღელი.

კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს 2016-2018 წლებში ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ანალიზი და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში.

ევროპის საბჭოს მოწვეულმა ექსპერტმა, შეხვედრის მონაწილეებს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ  საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა.

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსმა კონფერენციაზე მიმოიხილა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სასამართლო პრაქტიკა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.

ღონისძიების დასასრულს,  სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები შეთანხმდნენ ერთობლივ სამომავლო გეგმებზე, რომელიც უზრუნველყოფს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე ეფექტური მულტიდისციპლინური მიდგომის დამკვიდრებას, ამგვარი კატეგორიის დანაშაულების იდენტიფიცირების მიზნით.

ნოემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi