მოსამართლე ნინო ბაქაქური ლიტველ სტუდენტებს...

g

მოსამართლე ნინო ბაქაქური ლიტველ სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 28/01/2019

25 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ნინო ბაქაქურმა ლიტვის იურისტ სტუდენტთა დელეგაცია მიიღო, რომლებიც ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) მოწვევით იმყოფებიან საქართველოში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ლიტველი სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში.

მოსამართლე ნინო ბაქაქურმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ლიტველ სტუდენტებს უზენაესი სასამართლოს მუშაობის სპეციფიკის შესახებ, მის სტრუქტურაზე, პალატების საქმანობაზე, იმ მნიშვნელოვანი გამოწვევის შესახებ, რის წინაშეც დგას დღეს ქართული მართლმსაჯულების სისტემა და რა რეფორმები ხორციელდება სასამართლოსთან მიმართებაში..

სტუდენტებმა ინტერესი გამოხატეს სასამართლო პრაქტიკის განზოგადების, ამ პრაქტიკის დანერგვის, ევროპასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის, გადაწყვეტილებების ხარისხისა და მნიშვნელობის მიმართ, სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია მოსამართლეთა შერჩევის წესის, პროცედურებისა და კრიტერიუმების,  მათი უვადოდ გამწესებისა და სოციალური გარანტიების შესახებ. სტუდენტები ასევე დაინტერესდნენ მოსამართლეთა განათლების, მართლმსაჯულებაში ჩართული აქტორების, ადვოკატებისა და პროკურორების სწავლებასთან დაკავშირებული საკითხებით.

მოსამართლე ნინო ბაქაქურმა ხაზი გაუსვა მოსამართლის პროფესიული განათლებისა და თვითგანათლების მოტივაციის აუცილებლობასა და მნიშვნელობას, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს. აღნიშნა, რომ მოსამართლე უნდა იყოს მედეგი როგორც მედიის, ასევე ნებისმიერი გავლენის მიმართ, რასაც მოსამართლეს როგორც პროფესიული მოვალეობა ისე კანონი ავალდებულებს.

შეხვედრის დასასრულს ლიტველმა სტუდენტებმა დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და ესტუმრნენ ,,მართლმსაჯულების მუზეუმს“.

აპრილი 2019

  • Previous month
  • Next month
აპრილი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi