საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადება

s

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადება

გამოქვეყნებულია: 22/01/2019

მიმდინარე წლის 21 იანვარს, ,,versia.ge“-ს ელექტრონულ გვერდზე, გამოქვეყნდა  სტატია სათაურით ,,რატომ არ იყიდა ივანიშვილმა ბესელიას კომპრომატები“, რაც შემდგომში გაზიარებულ იქნა საინფორმაციო სააგენტო ,,მარშალპრესის“ მიერ, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას მიმართ გამოთქმულ დაუსაბუთებელ და ცილისმწამებლურ ბრალდებებთან ერთად, პიროვნების პატივისა და ღირსების შემლახავ, მკვეთრად შეურაცხმყოფელ კონტექსტშია ნახსენები საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის  მოსამართლე მზია თოდუას სახელი და საქმიანი რეპუტაცია. მეტიც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჟურნალისტის მიერ პირდაპირ, მტკიცებითი ფორმით, დადანაშაულებულია კორუფციულ გარიგებებსა და ქრთამის აღებაში.

როგორც ,,ვერსიის“ ჟურნალისტი აღნიშნავს, იგი ეყრდნობა ,,სასამართლო კულუარებში კარგად ჩახედული წყაროს” ინფორმაციას, რაც სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა. სასამართლო საქმე, რის გარშემოც ჟურნალისტი თავის წყაროზე დაყრდნობით გამოთქვამს პატივისა და ღირსების შემლახავ ბრალდებებსა და ცილსიწამებას ზემოაღნიშნული პიროვნებების მიმართ, საერთოდ არ იძებნება სასამართლო სისტემაში, არც ქვედა და მით უფრო არ ფიქსირდება არც საკასაციო პალატაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული სტატია წარმოადგენს მედიასაშუალების მხრიდან დემოკრატიული ღირებულებების, გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტური ეთიკის ყველა ნორმის  ყოვლადმიუღებელ და უხეშ დაღრვევას, მიზანმიმართულ დამახინჯებას, რომელიც მიზნად ისახავს  საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პირადი და საქმიანი რეპუტაციის დისკრედიტაციასა და შეურაცხყოფას.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები მიმართულია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ავტორიტეტის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს კონკრეტული მოსამართლის დისკრედიტაციის მცდელობას.

თებერვალი 2019

  • Previous month
  • Next month
თებერვალი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi