მზია თოდუამ უზენაესი სასამართლოს...

m

მზია თოდუამ უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებს დამდეგი 2019 წელი მიულოცა

გამოქვეყნებულია: 31/12/2018

28 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ, უზენაეს სასამართლოში გამართულ შემაჯამებელ  საზეიმო საღამოზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, თანამშემწეებსა და   აპარატის წარმომადგენლებს  დამდეგი 2019  წელი მიულოცა და სამსახურეობრივ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში წარმატებები უსურვა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა მოსამართლეებსა და მათ თანაშემწეებს, აპარატის თანამშრომლებს, გასული 2018 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისა და სამსახურეობრივი მოვალეობის ერთგულებისათვის, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი უზენაესი სასამართლოს საქმიანობაში ყოფილი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის ღვაწლსა და ძალისხმევას სასამართლო რეფორმის პროცესის ხელშეწყობასა და ახალი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. მზია თოდუამ უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებს, მომავალ 2019 წელს სულიერი სიმშვიდე, ჯანმრთელობა, ურთიერთგატანა და პროფესიული წინსვლა უსურვა. ,,სანამ ერთად ვართ, მე ვიზრუნებ თითოეულ თქვენთაგანზე, რათა მაქსიმალური ხელშეწყობა გქონდეთ თქვენი პროფესიული მოვალეობისა და საქმიანობის ღირსეულად შესასრულებლად, ამასთანავე ვიქნები მომთხოვნი, რათა იგივე დამოკიდებულებით მიუდგეთ თქვენს მოვალეობასა და საჯარო სამსახურის მოთხოვნებს, რათა მომავალი 2019 წელი იყოს წარმატებისა და წინსვლის მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის“, -განაცხადა მზია თოდუამ.

მარტი 2019

  • Previous month
  • Next month
მარტი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi