,,ბილტმორში“ ლადო ჭანტურიას საიუბილეო...

l

,,ბილტმორში“ ლადო ჭანტურიას საიუბილეო კრებულის ,,ლადო ჭანტურია 55“ პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 31/12/2018

29 დეკემბერს სასტუმრო ,,ბილტმორში“, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (სტრასბურგი) საქართველოს წარმომადგენლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ცნობილი ქართველი მეცნიერის ლადო ჭამტურიას საიუბილეო კრებულის ,,ლადო ჭანტურია 55“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გამოიცა საქართველოს ტექნიკური და  სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტების,  დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და იურიდიული კომპანია ,,JMG და პარტნიორების“ ინიციატივითა და მხარდაჭერით.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროფესორ ლადო ჭანტურიას კოლეგები, ყოფილი და ამჟამინდელი სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები.  კრებულის ავტორებმა და მხარდამჭერებმა, ზემოაღნიშნული უნივერსიტეტების ხელმძღვანელებმა და კოლეგებმა დეტალურად ისაუბრეს პროფესორ ლადო ჭანტურიას უდიდეს ღვაწლსა და წვლილზე, პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული სამართლის სკოლისა   და ზოგადად მართლმსაჯულების განვითარების ისტორიაში, მის ძალისხმევაზე ქართული და ევროპული საკანონმდებლო სივრცის დაახლოებაში და ევროპული სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. აღინიშნა, რომ ავტორის ყოველი ახალი ნაშრომის გამოცემა არის ახალი სიტყვა ქართული სამართლისა და მართლმსაჯულების განვითარებისთვის.

პროფესორმა ლადო ჭანტურიამ მადლობა გადაუხადა კრებულის შემდგენლებსა და წარმდგენებს გაწეული მხარდაჭერისა და გამოცემისათვის და აღნიშნა, რომ კოლეგების ეს ნაბიჯი იყო მისთვის მეტად სასიამოვნო სიურპრიზი და მეცნიერების დაფასება ახალგაზრდობის მიერ, რაც წარმოადგენს მისი, როგორც მეცნიერისა და სამართლის სპეციალისტის მოღვაწეობის ყველაზე ფასეულ შედეგს.

პროფესორმა ლადო ჭანტურიამ გაიხსენა და აუდიტორიას აუწყა ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალი და პერიოდი, რაც განვლო ქართულმა მართლმსაჯულებამ პოსტსაბჭოთა ხანაში, ისაუბრა, თუ როგორ მოახერხეს ქართველმა მეცნიერებმა და სამართლის სფეროს ღირსეულმა წარმომადგენლებმა ხელი შეეწყოთ  დამოუკიდებელი საქართველოსთვის გამხდარიყო ერთ-ერთი პირველი  ევროპული სამართლებრივი მიმართულების ქვეყანა ახალ  დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რომლის სამართლებრივი და სასამართლო  რეფორმა აღიარებულ იქნა მოდელურად ყოფილ პოსტასბჭოთა სივრცეში. საუბრის დასასრულს ლადო ჭანტურიამ განაცხადა, რომ იგი სავსებით დარწმუნებულია, რომ საქართველო იქნება სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, და მას ამ რწმენის საფუძველს აძლევს ის თაობა, რომელიც მოდის ქართულ სამართლებრივ მეცნიერებაში. ,,დღევანდელი დღეც არის დასტური არა ჩემი საქმიანობის შეფასებისა, არამედ იმისა, რომ საქართველომ გარკვეულ სამართლებრივ დონეს მიაღწია“, განაცხადა ლადო ჭანტურიამ.

პროფესორ ლადო ჭანტურიას კრებულის გამოცემას მიესალმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ლადო ჭანტურიას ღვაწლზე საქართველოში სასამართლო რეფორმის დაწყებისა და განხორციელების პროცესში, მის სამეცნიერო საქმიანობაზე, ნაშრომებზე, რომლებიც წარმოადგენენ ფასდაუდებელ შენაძენს არა მხოლოდ ქართული სამართლებრივი მეცნიერებისათვის, არამედ სასამართლო პრაქტიკისთვისაც. მზია თოდუამ გამოხატა სურვილი და ინიციატივა, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს კავშირი სასამართლო ხელისუფლებასა და სამეცნიერო წრეებს შორის, რაც  ხელს შეუწყობს სამართლებრივი კულტურისა და სასამართლო პრაქტიკის კიდევ უფრო განვითარებას. აღსანშნავია, ისიც რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სხაელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა  პროფესორი ლადო ჭანტურია 2018 წლის ადამიანიად დაასახელა.

მარტი 2019

  • Previous month
  • Next month
მარტი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi