პრესრელიზი

t

პრესრელიზი

გამოქვეყნებულია: 19/10/2018

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენით:

გიორგი დგებუაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,109-ე მუხლის ,,ა’’, ,,თ” ქვეპუნქტებითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის  333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და  საბოლოოდ  ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე  დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

დავით   ახალაია (ძებნილი)ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა” , „თ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომადგანესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა და მსჯავრდებულ გიორგი დგებუაძის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა. პროკურორმასაკასაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გიორგი დგებუაძის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა“, ,,თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) (ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა), ნაცვლად სსკ-ის 25, 109-ე მუხლის ,,ა“, ,,თ“ ქვეპუნქტებისა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) (ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მკვლელობაში დახმარება); ასევე -დავით ახალაიასა და გიორგი დგებუაძის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. მსჯავრდებულ გიორგი დგებუაძის ადვოკატებმა საკასაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ გიორგი დგებუაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის  პროკურორისა და მსჯავრდებულ გიორგი დგებუაძის ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად, ვინაიდან ისინი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი კანონიერია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ გიორგი დგებუაძის ბრალეულობა. ამასთანავე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულების - გიორგი დგებუაძისა და დავით ახალაიასათვის განსაზღვრული სასჯელები არის სამართლიანი, რომელთა დამძიმების საფუძველი არ არსებობდა.

ნოემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi