უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმეებზე...

fdgd

უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებანის ორი ახალი კრებული გამოსცა

გამოქვეყნებულია: 12/10/2018

უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა კრებულები (2018  # 4 და # 5) სამოქალაქო საქმეებზე.

მე-4 კრებული ეძღვნება კანონისმიერ და დელიქტურ ვალდებულებებს. მასში გაერთიანდა კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან დავები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საზიარო უფლებები და უსაფუძვლო გამდიდრება. დელიქტური ვალდებულებებიდან კი, ზიანის ანაზღაურება, სოლიდარული პასუხისმგებლობა, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მე-5 კრებულში გაერთიანდა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული ისეთი დავები, რომლებიც ეხება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებს, თნხის დაკისრებას, სესხს, განქორწინებას, ალიმენტსა და მამობის დადგენას.

იხილეთ:

2018 წლის # 4 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე

2018 წლის # 5 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე

სექტემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi