რიგამ მნიშვნელოვან კონფერენციას უმასპინძლა

hhh

რიგამ მნიშვნელოვან კონფერენციას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია: 03/10/2018

2018 წლის 25-26 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ და ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიაში (CEPEJ) საქართველოს წარმომადგენელმა  ნინო ბაქაქურმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ხარისხის სამუშაო ჯუფის (CEPEJ GT-QUAL)24-ე შეხვედრაში, რომელიც  ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა.

მართლმსაჯულების ხარისხის სამუშაო ჯუფი (CEPEJ GT-QUAL) წარმოადგენს ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიასთან არსებულ საერთაშორისო ექსპერტთა ექვკაციან ჯგუფს, რომელიც შეიმუშავებს სახელმძღვანელო დოკუმენტებს ევროპის საბჭოს სხვადასხვა დაწესებულებებისა და წევრი ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემებისათვის ხარისხიანი სამართლწარმოების მნიშვნელოვან ასპექტებზე (იხ. https://www.coe.int/en/web/cepej/cepej-work/quality-of-justice).

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრი ექპერტების მიერ განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მართლმსაჯულების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევები; კიბერსამართლის მიმართულებით მათლმსაჯულების შემდგომი განვითარების ეტაპები, სასამართლოებში საქმეთა ელექტონული წარმოების პროგრამების განახლება/სრულყოფის თანამედროვე მეთოდები, მართლმსაჯულების სისტემებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების სტრატეგიის შემუშავება და ამ მიმართულებით CEPEJ GT-QUAL  მიერ უკვე მომზადებულ სახელმძღვანელოთა შემდგომი სრულყოფა; საზოგადოებასთან და მედიასთან სასამართლოებისა და პროკურატურის ეფექტიანი კომუნიკაციის სტრატეგია და მეთოდები; მოსამართლეთა შორის ცოდნის გაზიარების საშუალებები, როგორც მოსამართლის იზოლაციის დაძლევისა და მისი კვალიფიკაციის/გამოცდილების ზრდის აუცილებელი კომპონენტი.

სამუშაო ჯგუფმა პირველად ევროპის საბჭოს არსებობის მანძილზე შეიმუშავა „მართლმსაჯულების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ევროპული ეთიკის ქარტია“, რომელიც 2018 წლის დეკემბერში დასამტკიცებლად წარედგინება ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის პლენარულ სესიას.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2018 წლის 27 სექტემბერს დასრულდა CEPEJ-ს და ლატვიის სასამართლო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციით „ხელოვნური ინტელექტი მართლმსაჯულების სამსახურში“. 

 კონფერენციას ესწრებოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მართლმსაჯულების სიტემის წარმომადგენლები. მონაწილებმა განიხილეს თუ როგორ შეიძლება მოხდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სასამართლოებისა და  იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენელთა საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისათვის და ამავდროულად უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა (კონფერენციის ვიდეო-ჩანაწერი და მასალები იხ. https://www.coe.int/en/web/cepej/-/cepej-conference-artificial-intelligence-at-the-service-of-the-judiciary-27-september-2018-riga-latvia-). საქართველოდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ ასევე უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ანა შალამბერიძე და თორნიკე გეწაძე.

ოქტომბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi