ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

gff

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე - ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია: 26/09/2018

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა სამართლებრივი შეჯამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2018 წლის 20 სექტემბერს საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ საქმეზე- ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ.

წინამდებარე საქმეში მომჩივანი- მარიამ ჯიშკარიანი, მაღალი თანამდებობის პირმა, ტელევიზიისა და ბეჭდური მედია საშუალებით, დაადანაშაულა თანხის სანაცვლოდ პატიმრებისათვის მცდარი სამედიცინო დასკვნების შედგენაში, რის საფუძველზეც ჯანმრთელი პატიმრები ციხის საავადმყოფოში გადაყავდათ. ეროვნული სასამართლოების წინაშე მომჩივანმა წარუმატებლად იდავა ცილისწამებასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ის ამტკიცებდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს მისი რეპუტაციის დაცვა.

სტრასბურგის სასამართლო დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს და არ გაიზიარა ცილისწამების საქმესთან დაკავშირებით ეროვნული სასამართლოების შეფასება, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის მინისტრმა უმნიშვნელოვანეს საკითხზე საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიის დროს გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად.

საბოლოოდ, ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა და მიიჩნია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ უზრუნველყო სამართლიანი ბალანსის დაცვა მინისტრის გამოხატვის თავისუფლებასა და მომჩივნის რეპუტაციის დაცვის უფლებას შორის.

იხილეთ გადაწყვეტილება

ბოლო სიახლეები

თებერვალი 2019

  • Previous month
  • Next month
თებერვალი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi