მოსამართლეებისთვის კვლევის პრეზენტაცია...

jyg

მოსამართლეებისთვის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 19/09/2018

18 სექტემბერს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“(PROLOG), ევროკავშირის სასამართლოს რეფორმის მხარდაჭერის პროექტის და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოში მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც  USAID/PROLOG-ის ექსპერტმა ეისპერ ვიტრუსმა წარმოადგინა.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისისის დირექტორის მოადგილე (USAID კავკასია) ლორა ბერგერი და პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში კატალინ გერმანი.

როგორც პრეზენტაციის ავტორთა მიერ იქნა გაჟღერებული, მათი შეფასება დაეყრდნო ისეთი ფაქტორების ანალიზს, რომლებიც განაპირობებენ სასამართლოს  მომსახურებაზე მოთხოვნას. როგორც აღნიშნულ იქნა, კვლევის ავტორებმა დოკუმენტურად დაამტკიცეს, როგორი კავშირია ევროპის ქვეყნებში 100 000 სულ მოსახლეზე (სისხლის, სამოქალაქო/სამეწარმეო და ადმინისტრაციული) საქმეების რაოდენობასა და აღნიშნულ ფაქტორებს შორის. ინდიკატორები, რომლებიც სასამართლოს მომსახურებაზე მოთხოვნას (სასამართლოს დატვირთულობას) განაპირობებს, იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ განისაზღვროს მოსამართლეების საჭირო რაოდენობა ამა თუ იმ ქვეყანაში. განსახვავებით ტრადიციული მიდგომებისგან, ეს ინდიკატორები არ არის დამოკიდებული საქმეების რაოდენობაზე, რომელსაც ესა თუ ის ქვეყანა აქვეყნებს (ატყობინებს  CEPEJ-ს). ამასთანავე ეს ინდიკატორები არ გულისხმობს გულუბრყვილო დაშვებას, რომ ვითომდა მოსამართლეთა რაოდენობის დადგენითვის ერთადერთი მნიშვნელოვანი მონაცემი მოსახლეობის რაოდენობაა.

კვლევის ავტორთა თანახმად, მოსამართლეთა დათვირთულობაზე და აქედან გამომდინარე, მოსამართლეების საჭირო რაოდენობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს სოციალური, დემოგრაფიული, პოლიტიკური და ეკონომიკური მონაცემები. კვლევის თანახმად საქართველოს სჭირდება 410 მოსამართლე ანდა 350-დან 450-მდე მოსამართლე დატვირთულობის ამჟამინდელი მაჩვენებლების გათვალისწინებით. ამჟამად საქართველოს სასამართლო სისტემას 310 მოსამართლე ჰყავს. როგორც კვლევაშია აღნიშნული,  კვლევა არ მოიცავს რეკომენდაციების შემუშავებას იმასთან დაკავშირებით, როდის და როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა. ავტორთა განცხადებით, ამ მიზნის წარმატებით განხორციელება მოითხოვს შესაბამისი გეგმის გულდასმით შემუშავებას. ამ პროექტის მეორე ეტაპზე, შესწავლილი უნდა იქნას, როგორია მოსამართლეების და სასამართლოს თანამშრომლების განაწილება სასამართლოებში. ამის მიზანი უნდა იყოს საქმეთა  წონების განსაზღვრის გონივრული სისტემის (case weighting system) შემუშავება და სასამართლოებში სამუსაო პროცესის გაანალიზება.

კვლევის ავტორთა განცხადებით, საქმეთა წონების განსაზღვრის სისტემის ეფექტურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასამართლოებში დამატებული თანამდებობების ეფექტურად გადანაწილებისთვის. სამუშაო პროცესის ანალიზი კი საშალებას მოგვცემს გავიგოთ, ამჟამად არსებული რომელი დაბრკოლებები შეიძლება მოიხსნას იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლოებმა ოპტიმალურად იფუნქციონირონ, აცხადებენ კვლევის ავტორები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალების შემსრულებლის მზია თოდუას აზრით, მოსამართლეთა პროფესიული საქმიანობა გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. 

მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია:დამოუკიდებლობა, აქტიურობა, პასუხისმგებლობა და ფორმალიზმია. .,,მოსამართლეთა დამოუკიდებლობა პირველ რიგში, ნიშნავს მაღალ პირად პასუხისმგებლობას თავიანთ საქმიანობაში და მაღალი ფსიქო-ემოციონალური (ნერვული) დაძაბულობის პირობებში მუშაობას.  მოსამართლე  ვალდებულია გაითვალისწინოს საქმის განმხილველ სასამართლო შემადგენლობაში თავისი კოლეგების აზრი და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილებები. პირადად, მხოლოდ მან უნდა გადაწყვიტოს, თითოეულ შემთხვევაში რომელი კანონი უნდა გამოიყენოს კონკრეტულ გადაწყვეტილებაში. ეს ძალიან რთული საქმეა. მთელ მსოფლიოში, მოსამართლის საქმიანობას უკავშირებენ იურისტის მაღალ კვალიფიკაციას და მოსამართლის დამოუკიდებლობას, რაც ნიშნავს არა თვითნებურად მოქმედების უფლებას, არამედ ვალდებულებას იმოქმედოს დიდი პასუხისმგებლობით“, - განაცხადა მზია თოდუამ.

ოქტომბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi