უზენაეს სასამართლოს არგენტინის იუსტიციის...

ew

უზენაეს სასამართლოს არგენტინის იუსტიციის მინისტრი ეწვია

გამოქვეყნებულია: 26/07/2018

17 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს არგენტინის იუსტიციის მინისტრი ხერმან განავარო  ეწვია, რომელიც მიიღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ და სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ეკატერინე გასიტაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა სტუმარს გააცნეს ქართულ მართლმსაჯულებაში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის ძალისხმევით მიმდინარეობს. მინისტრმა ისაუბრა არგენტინის სასამართლო სისტემისა და მოსამართლეთა გამწესების პროცედურების შესახებ, დაინტერესდა სასამართლო სისტემაში დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებით.

შეხვედრის დასასრულს მხარებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

სექტემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi