მოსამართლეთა თანაშემწეებს იუსტიციის...

dpp

მოსამართლეთა თანაშემწეებს იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ უმასპინძლა

გამოქვეყნებულია: 02/07/2018

მიმდინარე წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის და სასამართლოების აპარატის თანამშრომლებისთვის, კანონის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე,  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა თეა ძიმისტარაშვილმა და გიორგი ტყავაძემ ტრენინგი გამართეს. 

მოსამართლეებმა ტრენინგის მონაწილეებს წარუდგინეს მოხსენებები თემაზე: პირადი საიდუმლოების და პერსონალური მონაცემების დაცვა (განსჯადობის საკითხები, დირექტივების გამოყენება, კანონთა კოლიზია, წინსწრება/დაგროვება) იდენტიფიცირების და მგრძნობელობის კრიტერიუმები, პერსონალური მონაცემების დაცვა და ინფორმაციის დამუშავება (ცნება/ტემინოლოგია, სუბიექტები(თანამდებობის პირი; არასრულწლოვანი), დამუშავების მიზანი), ინფორმაციის თვისებები და საიდუმლოება, მონაცემთა კონფედენციალობა; მონაცემთა დეპერსონალიზაციის ფორმები; საიდუმლოს ბუნება, გამოხატვის თავისუფლება და პერსონალური მონაცემების დაცვა; პროპორციულობა/მაწონასწორებელი უფლებები; ნასამართლეობასთან დაკავშირებული მონაცემების დაცვა, დასაქმების შესახებ და სამედიცინო მონაცემები, ვიდეო მონაცემების ხელმისაწვდომობა; მტკიცებულების სახით ვიდეო ჩანაწერის გამოთხოვის საფუძვლები, საერთო სასამართლოებში გადაწყვეტილებების გაცემისა და გამოქვეყნების წესი; სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობა, სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გასაჯაროვება; ბიომეტრიული მონაცემების დაცვა.

ორი დღის მუშაობის შემდეგ ტრენინგის მონაწილეებმა შეაჯამეს წარმოდგენილი თემები და გამართეს დისკუსია.

ნოემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi