არასამთავრობოებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს...

jj6

არასამთავრობოებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში წარადგინეს

გამოქვეყნებულია: 28/06/2018

28 ივნისს, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის (საია) და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ მომზადებულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგით მეექვსე მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციაში.  ნინო გვენეტაძე მიესალმა შეხვედრის მონაწილეებს და ისაუბრა სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებზე, ხუთწლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ გასული წლის მაისში, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

სტრატეგიის თანახმად, მნიშვნელოვანია გაიზარდოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობა, უზრუნველყოფილ იქნეს  გადაწყვეტილებების დასაბუთება და მოხდეს საზოგადოების ინფორმირება იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს საქმიანობის შესახებ, ყოველწლიური ანგარიშებისა თუ სტატისტიკური მონაცემების შედგენისა და გამოქვეყნების პრაქტიკის დანერგვით. ამასთან, საქართველოს პარლამენტის ინიციატიცით ჩამოყალიბებულ რეფორმის მეოთხე ტალღის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ წარადგინა წინადადებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების სრულყოფის თაობაზე.

საკანონმდებლო წინადადებებით დარეგულირებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესი, დახვეწილია საბჭოს სხდომის გამართვის პროცედურული ნორმები, ისევე როგორც წარმოდგენილია პროცედურები თავმჯდომარის მიერ საბჭოს სხდომების მართვის თაობაზე, შემუშავებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთების პროცედურა და განსაზღვრულია მისი გასაჩივრების წესი საერთო სასამართლოების სისტემაში.

ნინო გვენეტაძემ იმედი გამოთქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლობის ფორმატები უფრო გაძლიერდება. ამასთან, გამოხატა მზადყოფნა, რომ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, ისევე როგორც საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოხდეს მონიტორინგის ანგარიშის განხილვა და მსჯელობა გაიმართოს ყველა იმ წინადადებაზე,რაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გააჩნიათ.

სექტემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi