მოსამართლე ნინო ბაქაქური პორტუგალიიდან...

jhf

მოსამართლე ნინო ბაქაქური პორტუგალიიდან დაბრუნდა

გამოქვეყნებულია: 20/06/2018

13-15 ივნისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ნინო ბაქაქურმა მონაწილეობა მიიღო ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც პორტუგალიის ქალაქ პორტოში გაიმართა. სამუშაო ჯგუფის ფორმატში ევროპელმა  მოსამართლეებმა მოამზადეს დასკვნა მოსამართლეთა შეუვალობის  საკითხზე (Judicial Integrity) და მათ როლზე სასამართლო სისტემაში კორუფციის პრევენციისა და აღმოფხვრის საქმეში.

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო არის ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც შედგება 47 წევრი სახელმწიფოს მოსამართლეებისაგან. ყოველწლიურად საკონსულტაციო საბჭო შეიმუშავებს დასკვნებს მართლმსაჯულების სხვადასხვა პრობლემატურ თემებზე. აღნიშნული დასკვნები წარმოადგენს ევროპის საბჭოს, როგორც ორგანიზაციისა და მისი წევრი სახელმწიფოებისათვის სახელმძღვანელო დოკუმენტებს, რომლებიც გამოყენებულ იქნა მრავალ ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის პროცესში. 2000 წლიდან დღემდე ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭომ მოამზადა 20 დასკვნა და მოსამართლეთა ქცევის ფუნდამენტური პრინციპები, ცნობილი მოსამართელთა დიდი ქარტიის სახელწოდებით (Magna Carta of Judges). 

12 მოსამართლისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი მოსამართლის შეუვალობის და სასამართლოში კორუფციასთან ბრძოლის შესახებ წარმოადგენს რიგით 21-ე დასკვნის პროექტს, რომელიც მიღებულ იქნება მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს პლენარულ სესიაზე 2018 წლის ნოემბერში.

სექტემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi