საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყაზახეთის...

gge

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყაზახეთის უფლებადამცველთა დელეგაცია სტუმრობდა

გამოქვეყნებულია: 07/06/2018

დღეს, 7 ივნისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ ყაზახეთის იუსტიციის სამინსტროს, ადვოკატთა ასოციაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც სასწავლო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან თბილისში.

ვიზიტი ხორციელდება ,,ცენტრალური ყაზახეთის ევრაზიის ფონდის (EFCA)-ს ორგანიზებითა და   ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,მოწყვლადი პირებისათვის იურიდიული დახმარების რეფორმა ყაზახეთში“ ფარგლებში. დელეგაციის თბილისში ვიზიტის მიზანია გამოცდილების გაზიარება და საქართველოში იურიდიული დახმარების სისტემის შესწავლა.

ყაზახ სტუმრებს შეხვდნენ  უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე პაატა სილაგაძე.

სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმის შედეგებით და იმ ცვლილებებით, რაც ხორციელდება ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში. 

ყაზახმა უფლებადამცველებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და ,,მართლმსაჯულების მუზეუმი“.

ოქტომბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi