სტრასბურგში უზენაესი სასამართლოს დელეგაციის...

l.i

სტრასბურგში უზენაესი სასამართლოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დასრულდა

გამოქვეყნებულია: 30/05/2018

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის მზია თოდუას ხელმძღვანელობით სტრასბურგში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დელეგაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების: ეკატერინე გასიტაშვილისა და ზურაბ ძლიერიშვილის, ამავე სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსის - მარინა კვაჭაძის, კომუნიკაციისა და კოორდინაციის ხელმძღვანელის - ანა შალამბერიძის, „მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის“ გამარჯვებულების - ნინო ბაგაშვილის (უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი მხარდაჭერის დეპარტამენტის მთავარი კონსულტანტი) და თამთა ყენიას (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე) შემადგენლობით.

ვიზიტი ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის პროექტის -„მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ მიერ.

სამი დღის მანძილზე თხუთმეტი შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის, ევროპული კომისია დემოკრატიისათვის სამართლის მეშვეობით (ვენეციის კომისიის), მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის სამდივნოს (CEPEJ),  სამართლებრივი ურთიერთთანამშრომლობის განყოფილების და კორუფციისწინააღმდეგმებრძოლისახელმწიფოთაჯგუფისსამდივნოს (GRECO), ადამიანის უფლებათა ევროკომისარის, ექსპერტთა ჯგუფი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ (GREVIO) სამდივნოს წარმომადგენლებთან.

ქართველი მოსამართლეები და დელეგაციის წევრები შეხვდნენ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მოსამართლეს ბატონ ეგიდიჯუს კურისს, რომელიც ლიტვას წარმოადგენს.

23 მაისს ქართული დელეგაცია დაესწრო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზეპირ მოსმენას საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ  (II) (no. 38263/08).

შეხვედრებზე ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან აღინიშნა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები და არსებული გამოწვევები.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ მზია თოდუამ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სისტემის გამართული ფუნქციონირების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა ინდივიუალური როლის გაძლიერების, მათი მიუკერძოებლობის სტანდარტის გასამყარებლად გრძელდება მუშაობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. ამ  ჯგუფის სამუშაო შეხვედრებში  მონაწილეობენ მართლმსაჯულების რეფორმის მხადამჭერი დონორი ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

სამუშაო ვიზიტის განმავლობაში დადებითად იქნა შეფასებული საერთო სასამართლოებში  2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა, ასევე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების საჯაროობა და ის ფაქტი, რომ კოლეგიური ორგანო, კანონით დადგენილი წესით, საჯაროდ იხილავს სახალხო დამცველის ყოველწიურ ანგარიშში გამოქვეყნებულ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს, ისევე, როგორც, სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართვებს.

ქართულმა დელეგაციამ ხაზი გაუსვა არასამთავრობო სექტორისა და მედიის ჩართულობის მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

ვიზიტის ფარგლებში, საუბარი შეეხო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებას, რომელიც უკავშირდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.

ქართულმა დელეგაციამ აღნიშნა, რომ გენდერულ საკითხებზე, ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევებზე უნდა გაგრძელდეს აქტიური მუშაობა. საქართველოს 2017 წლიდან აქვს რატიფიცირებული ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (სტამბულის კონვენცია), რომელიც იმავე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. 2016 წლიდან დაიწყო კონვენციის გამოყენების სწავლება და ტრენინგები, თუმცა, ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი, რომელმაც არა მხოლოდ ვიწრო პროფესიული წრეები უნდა მოიცვას, არამედ კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს ქალთა უფლებებისა და მათი ინტერესების დაცვის, ძალადობრივი ხასიათის ქმედებების არიდებისა და პრევენციის მიზნებისათვის.

ლიტველ კოლეგასთან შეხვედრის დროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ისაუბრეს  ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის ძალაში შესვლიდან გამომდინარე უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლეობისათვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების თაობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მოსამართლემ  ეგიდიჯუს კურისმა აღნიშნა, რომ მე-16 დამატებითი ოქმის ამოქმედებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი გამოწვევები და შესაძლო წინააღმდეგობებია, რომელიც, ცხადია, ჯერ მხოლოდ თეორიულ დონეზე ქმნის საფრთხეებზე საუბრის შესაძლებლობას, თუმცა, სხვა საკითხია პრაქტიკაში წარმოშობილი პრობლემები, რასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება, რათა გამოვლინდეს საკითხთა სიმწვავე და კონკრეტული საჭიროებები.

ბოლო სიახლეები

აგვისტო 2018

  • Previous month
  • Next month
აგვისტო 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi