საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და...

err

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის მილოცვა საქართველოს მოსამართლეებს

გამოქვეყნებულია: 15/05/2018

პატივცემულო კოლეგებო, მინდა გულითადად მოგილოცოთ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს 15 მაისი - პროფესიული დღე და გისურვოთ წარმატებული სამოსამართლო საქმიანობა ქართული მართლმსაჯულების ინტერესების საკეთილდღეოდ და საზოგადოებრივი ნდობის გასამყარებლად.  

უკვე მეთვრამეტედ აღინიშნება მოსამართლის დღე ჩვენს ქვეყანაში და ეს წლები იტევს არაერთ გამოწვევასა და წარმატებას, რომლის დაძლევაც მოუხდა ქართულ მართლმსაჯულებას თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე. თითოეული  ჩვენთაგანი არის ამ პროცესის  უშუალო მონაწილე და კარგად ვიცით, რომ  კვლავაც არაერთი გამოწვევა არსებობს, რაც სამოსამართლო მოღვაწეობის მუდმივი ზრუნვის საგანია სამართლის აღსრულების მეტად რთულ და საპასუხიმგებლო  გზაზე.

საზოგადოებისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების მესვეურთა პოზიცია, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილებით გამოითქმება, როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და პირუთვნელი განსჯის შედეგი.

სამოსამართლო საქმიანობა კრიტიკისადმი თმენის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და ეთიკური ვალდებულების დაცვას მოითხოვს, განსაკუთრებით ღირებულია აზრის გამოხატვის თავისუფლების პატივისცემა და დაცვა.

მართლმსაჯულების განხორციელების გზაზე მეტად საგულისხმოა კრიტიკული მოსაზრებებისა და შენიშვნების გაზიარება აქტუალურ საკითხებთან და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

საქართველოს მოსამართლეთა სახელით, მსურს გულითადი მადლობა გადავუხადო მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერ და გულშემატკივარ დონორ ორგანიზაციებსა და პარტნიორებს, არასამთავრობო სექტორს, რომელთაც, ათეული წლებია, დიდი წვლილი აქვთ შეტანილი სასამართლოს გაძლიერებისა და რეფორმირების საქმეში, ასევე, მადლობას ვუხდი მედიას, რომელიც აქტიურად აშუქებს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს.

კოლეგებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს, საუკეთესო სურვილებით და იმ თავდაუზოგავი  შრომის მოლოდინით, რომელიც საჭიროა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის, ქვეყნის წარმატებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეული პარტნიორობისათვის.

ოქტომბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi