საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ახალი...

rgeer

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ახალი წიგნი გამოსცა სამშენებლო დავებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია: 14/05/2018

უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა სამშენებლო დავებთან დაკავშირებით.

წიგნში გაერთიანდა უზენაესი სასამართლოს 2012-2017 წლების პრაქტიკა, რომელიც შეეხება: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გავრცელებას სამშენებლო ურთიერთობებზე, მშენებლობის ნებართვებთან, უკანონო მშენებლობებთან, სამშენებლო სამართალდარღვევებთან და მათ გამოსწორებასთან, განაშენიანების რეგულირების თავისებურებებთან, უკანონო მშენებლობებთან, რეკონსტრუქციასთან, დემონტაჟთან და სხვა ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს.

წიგნს დართული აქვს სტატისტიკური მონაცემები საკასაციო სასამართლოს მიერ 2012-2017 წლებში სამშენებლო ურთიერთობებიდან გამომდინარე საჩივრების ოდენობისა და შედეგების შესახებ.

იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა სამშენებლო დავებზე

ივნისი 2018

  • Previous month
  • Next month
ივნისი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi