UNHCR- ის რეგიონალური ოფისის...

egwgw

UNHCR- ის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებმა უზენაეს სასამართლოს წიგნები გადასცეს

გამოქვეყნებულია: 07/05/2018

დღეს, 7 მაისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკას, გაეროს უმაღლესი კომისრის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებმა სამხრეთ კავკასიაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ნინო ქაჯაიამ და თორნიკე ცაგარეიშვილმა  საერთაშორისო სამართალში ლტოლვილთა სამართლებრივი სტატუსის, მათი უფლებების დაცვისა და არსებული კრიზისებში ლტოლვილთა მდგომარეობის საკითხებზე, უნიკალური და მაღალპოლიგრაფიული გამოცემის წიგნები გადასცეს.    გამოცემათა შორისაა ისეთი დასახელების წიგნები, როგორიცაა; ,,ლტოლვილები საერთაშორისო სამართალში“, ,,ლტოლვილთა დაცვა საერთაშორისო სამართალში, გაეროს ლტილვილთა უმაღლესი კომისრის გლობალური კონსულტაციები საერთაშორისო დაცვაზე“, ,,საერთაშორისო სისხლის სამართლის კანონმდებლობა და კომენტარები“, ,,ლტოლვილთა საერთაშორისო კანონმდებლობა და სოციო-ეკონომიკური უფლებები“, ,,საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის სახელმძღვანელო“, ,,ლტოლვილთა კრიზისი და რელიგია“, ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“ და მრავალი სხვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სახელით გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებს მიესალმა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი, რომელმაც  უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის სახელით  მადლობა გადაუხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონალური ოფისის ხელძღვანელობას  ძვირფასი საჩუქრისათვის და აღნიშნა, რომ ამ გამოცემებს  უზენაეს სასამართლოში ეყოლებათ აქტიური მომხმარებლები, როგორც მოსამართლეების, ისე სტუდენტების სახით და რომ ამ გამოცემათა შესწავლა და დამუშავება მეტად წაადგება ლტოლვილთა უფლებებზე მომუშავე ყველა დაინტერესებულ პირს. 

აღინიშნა, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებასთან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი  კომისრის რეგიონალური ოფისი მეტად პროდუქტიულად თანამშრომლობს და  განხორციელებულია რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი პროექტი, კერძოდ; თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში თავშესაფრის მაძიებლის საქმეებზე სამართლერივი მკვლევარის პოზიციის დაფინასება 1 წლის განმავლობაში, უზენაესი სასამართლოს ანალიტკურ განყოფილებასთან ერთად მიმდინარეობს კვლევა თავშესაფრის საქმეებზე სასამართლოს პრაქტიკის განზოგადების მიმართულებით და ასევე უახლოეს პერიოდში მოხდება თავშესაფრის მაძიელბელთა საქმეებზე სასამართლო პროცესებში მონაწილე თარჯიმნების გადამზადება.

შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონალურ ოფისთან კვლავაც გაგრძელდეს მუშაობა ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით.

ივნისი 2018

  • Previous month
  • Next month
ივნისი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi