ნინო გვენეტაძემ უკრაინის დელეგაციის წევრები...

egew

ნინო გვენეტაძემ უკრაინის დელეგაციის წევრები მიიღო

გამოქვეყნებულია: 17/04/2018

დღეს, 17 აპრილს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრები ეწვივნენ. დელეგაციის წევრები მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ:  ინა ფესენკო -იუსტიციის სამინისტროს იუსტიციისა და ეროვნული უშიშროების დეპარტამენტის სისხლის სამართლის განყოფილების უფროსი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე, ულიანა სტეფანიუკი  - იუსტიციის სამინისტროს იუსტიციისა და ეროვნული უშიშროების დეპარტამენტის იუსტიციის განყოფილების ხელმძღვანელი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე, იური იარემჩუკი  - განაჩენთა სააღსრულებო ორგანოებისა და დაწესებულებების რეგულირების განყოფილების, უკრაინის სახელმწიფო დანაშაულისა და აღსრულების სამსახურის რეგულირების განყოფილებისა და იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე, ვიქტორ ლობაჩი -უკრაინის ბავშვთა უფლებების ფონდის ექსპერტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე, ოლენა სინჩუკი  - ურიდიული დახმარების კოორდინაციის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, სოლომია სტაროსოლსკა -არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი, ანა ომელჩუკი - ბავშვთა დაცვის ოფიცერი, UNICEF უკრაინის ოფისი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო არასრულწლოვანთა კოდექსის შექმნის პროცესში, სამუშაო პროცესის მთავარი გამოწვევები და მიღწევები. სასამართლოს პერსპექტივები არასრულწლოვანთა სამართლის რეგულაციების მიმართულებით, განრიდებასთან და მედიაციასთან დაკავშირებული საკითხები, ისაუბრა  ალტერნატიულ სანქციებზე და ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინების პრიორიტეტზე  არასრულწლოვანთა სამართალში.

შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს  მართლმსაჯულების მუზეუმი და უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობის ღირსშესანიშნაობები.

სექტემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi