რუსთაველი მოსწავლეები უზენაეს სასამართლოს...

gergere

რუსთაველი მოსწავლეები უზენაეს სასამართლოს ეწვიენ

გამოქვეყნებულია: 09/02/2018

2018 წლის 9 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი ქალაქ რუსთავის სკოლების თვითმმართველობათა გაერთიანების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.  მოსწავლეები ეწვიენ უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკას, გაეცნენ ქართულ და უცხოურენოვან იურიდიულ ლიტერატურას და წიგნად ფონდს, რისი სარგებლობის საშუალებაც აქვთ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და იურიდიული სფეროთი დაინტერესებულ მოქალაქეებს.

უზენაესი სასამართლოს იუსტორიულ დარბაზში რუსთაველი მოსწავლეები მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ეკატერინე გასიტაშვილმა, რომელმაც გააცნო მოსწავლეებს დღეს მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელოვანი ასპექტები და უპასუხა მათ მრავალრიცხოვან შეკითხვას. თავის მხრივ რუსთაველმა მოსწავლეებმა წაიკითხეს ილია ჭავჭავაძის მიერ სასამართლოსა და მართლმსაჯულების შესახებ გამოთქმული ნააზრევი.ეკატერინე გასიტაშვილმა უზენაესი სასამართლოს სახელით მოსწავლეებს  სამახსოვრო საჩუქრები, უზენაესი სასამართლოს ემბლემიანი მაისური, კეპი და ვიდეო ბუკლეტი გადასცა.

მართლმსაჯულების მუზეუმსა და უზენაეს სასამართლოს რეგულარულად სტუმრობენ მოსწავლე და სტუდენტი ვიზიტორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

თებერვალი 2018

  • Previous month
  • Next month
თებერვალი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi