მოსამართლეთა თანაშემწეებს სერტიფიკატები...

vd

მოსამართლეთა თანაშემწეებს სერტიფიკატები გადაეცათ

გამოქვეყნებულია: 30/01/2018

დღეს 30 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გიორგი ბრწყინვალეს სახელობის დარბაზში, ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენელმა სტივენ შელმა საზეიმოდ გადასცა სერტიფიკატები უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეთა თანაშემწეებს, რომლებმაც ბრიტანეთის საბჭოს პედაგოგების ჩართულობით წარმატებით გაიარეს იურიდიული ინგლისურის კურსი. იურიდიული ინგლისურის სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღო 7-მა თანაშემწემ. როგორც შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მენეჯერმა ნატო ლომთათიძემ განაცხადა, უზენაესი სასამართლოს აპარატის ხელმძღვანელობა კვლავაც დაუჭერს  მხარს თანამშრომელთა მონაწილეობას მსგავს პროექტებში, როგორც უცხო ენის სრულყოფის, ისე პროფესიული კვალიფიკაციის განვითარების კუთხით.

ბრიტანეთის საბჭო, როგორც ორგანიზაცია, უკვე 25 წელია საქართველოში მოღვაწეობს და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებით ხელს უწყობს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარებას.

დეკემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi