ნინო გვენეტაძემ სტრასბურგში ვიზიტი დაასრულა

fwee

ნინო გვენეტაძემ სტრასბურგში ვიზიტი დაასრულა

გამოქვეყნებულია: 29/01/2018

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ადამიანის უფლებთა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის გვიდო რაიმონდის მოწვევით ვიზიტით იმყოფებოდა სტრასბურგში, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 სამუშაო წლის გახსნის ცერემონია და ამ დღისადმი მიძღვნილი სემინარი გაიმართა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამუშაო წლის გახნის ცერემონია ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები. მართლმსაჯულების სემინარში მონაწილე დელეგატებმა წარმოადგინეს  მოხსენებები  სასამართლო ხელისუფლების გამოწვევების, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის, სასამართლოსა და მოსამართლეების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების, სასამართლოების კომუნიკაციის სტრატეგიის თაობაზე. 

ვიზიტის ფარგლებში ნინო გვენეტაძემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის მიმართულების გენერალურ დირექტორთან  ხრისტოს იაკუმოპულოსთან, სადაც მან ისაუბრა მართლმსაჯულების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე და გააცნო ბატონ იაკუმოპულოსს სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტარტეგიით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა სამომავლო სტაჟირებებისა და სასწავლო ვიზიტების გაგრძელების აუცილებლობის შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სწავლების საკითებზე. 

ნინო გვენეტაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს ვიზიტის მხარდაჭერისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის, აგრეთვე ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას და ელჩს ირაკლი გივიაშვილს.

ივნისი 2018

  • Previous month
  • Next month
ივნისი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi