უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი...

s

უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის (2013 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით) პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 20/12/2017

20 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის (2013 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით) პრეზენტაცია გაიმართა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა  2013-2017 წლის შემადგენლობამ მნიშვნელოვნად მიიჩნია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნებისთვის მსგავსი ანგარიშის მომზადება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრებმა, ანგარიშის მიხედვით, წარმოადგინეს პრეზენტაციები საბჭოს საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისა და ასევე გამოწვევების თაობაზე. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა ევა გოცირიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის თაობაზე. თამარ ალანიამ ისაუბრა ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფის შესახებ, ყოფილმა წევრებმა კახა სოფრომაძემ და შოთა გეწაძემ ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის საკითხებზე გააკეთეს მოხსენება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა ვახტანგ თორდიამ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის შესახებ ესაუბრა დამსწრე აუდიტორიას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიში (ქართული) და (ინგლისური)

ოქტომბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi