საქართველოს უზენაეს სასამართლოს თურქმენეთის...

ghdshd

საქართველოს უზენაეს სასამართლოს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია

გამოქვეყნებულია: 05/12/2017

5 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც არიან თურქმენეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ანამერედი  რეჯეპოვი და ტუვაკნაზარი სოპიევი, აშხაბადის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მურატ ჰალმირადოვი, იურიდიული დახმარების დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი ალტინ რეიმოვა და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი შეშმატ აკმურადოვა.

დელეგაციის წევრებს მიესალმენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ნინო გვენეტაძე სტუმრებს ესაუბრა საქართველოს სასამართლო სისტემის, ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებებისა და მართლმსაჯულების სტრატეგიის განხორციელებისა  და სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ.

თურქმენეთის დელეგაციის წევრები შეხვდნენ აგრეთვე უზენაესი სასამართლოს აპარატის წარმომადგენლებს. საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადების განყოფილების უფროსმა მარინა კვაჭაძემ სტუმრებს გააცნო ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობს შესახებ, ადგილობრივი სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების უფროსი სანდრო ჯორბენაძე სტუმრებს ესაუბრა ადგილობრივი სასამართლო პრაქტიკისა და მისი გამოყენების თაობაზე, სასამართლოში კადრების გადამზადების სისტემაზე და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა ნატო ლომთათიძემ.

შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და ეწვივნენ მართლმსაჯულების მუზეუმს.

ბოლო სიახლეები

აგვისტო 2018

  • Previous month
  • Next month
აგვისტო 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi