ნინო გვენეტაძე ყაზახეთს სტუმრობდა

fgwg

ნინო გვენეტაძე ყაზახეთს სტუმრობდა

გამოქვეყნებულია: 26/11/2017

24 ნოემბერს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში სასტუმრო ,,Ritz-Carlton”-ში, საერთაშორისო კონფერენცია, ,,სასამართლოს დამოუკიდებლობა და ადმინისტრირება ყაზახეთის რესპუბლიკაში“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. კონფერენცია მიმდინარეობდა ყაზახეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ორგანიზებითა და მხარდაჭერით. კონფერენცია გაიხსნა პლენარული სხდომით, რომლის მონაწილეებს მიესალმნენ ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კაირატ მამი, ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იგორ როგოვი, ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე ტალგატ დონაკოვი, რესპუბლიკის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი სმოლინი, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ყაზახეთში ტრაიან ლაურენტიუ ჰრისტეა, ევროსაბჭოს მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრობლობის დეპარტამენტის, მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულების ხელმძღვანელი ყაზახეთში ლილიტ ნაგინიანი.

კონფერენციის ფარგლებში სამი სესია გაიმართა თემაზე: 1. მართლმსაჯულების რეფორმა და მოსამართლის დამოუკიდებლობა, 2.სასამართლოსადმი ნდობა, როგორც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის ინდიკატორი, 3.სასამართლოს მენეჯმენტის გაუმჯობესება ეფექტური, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემისათვის.

სესიათა მიმდინარეობას მოდერაციას უწევდნენ ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კაირატ მამი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი სმოლინი და ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს სამდივნოს უფროსი ნურსერიკ შარიპოვი.

კონფერენციის ბოლოს გაიმართა ფართო დისკუსია და მსჯელობა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. საერთაშორისო კონფერენციამ უკვე დაასრულა მუშაობა.

ნინო გვენეტაძე თბილისში 26 ნოემბერს დაბრუნდება.

სექტემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi