ნინო გვენეტაძემ იან კელი მიიღო

ian

ნინო გვენეტაძემ იან კელი მიიღო

გამოქვეყნებულია: 22/11/2017

2017 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იან კელისთან. შეხვედრაზე ნინო გვენეტაძემ ისაუბრა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში, საერთო სასამართლოების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე, მათ შორის საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის დანერგვასთან, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ამოქმედებასთან და მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ელჩს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტების ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის, რაც სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგიის წარმატებით განხორციელებას ემსახურება. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების  ელჩმა მხარდაჭერა გამოუცხადა სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის პროცესს, რაც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულების და საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

დეკემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi