უზენაეს სასამართლოში 2017 წელს...

gre

უზენაეს სასამართლოში 2017 წელს განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 03/11/2017

დღეს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში სასამართლო სისტემის 2017-2021 წლებ ის სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს განხორციელებული აქტივობების  პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრები,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, უფლებადაცვითი არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დღის წესრიგით წარმოდგენილი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის და განზოგადების განყოფილების უფროსის მარინა კვაჭაძის მოხსენება ,,ეროვნული პრაქტიკის ჰარმონიზება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან; სასამართლოში გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხების გააქტიურება: (მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, 5.1.1. და 5.2.7. პუნქტი).

უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების უფროსმა სანდრო ჯორბენაძემ  დამსწრე საზოგადოებას გააცნო ეროვნული პრაქტიკის შესაბამისობის ანალიზი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან სასამართლო პრაქტიკის განზოგადებაზე პასუხისმგებელი რგოლების აქტიური ჩართვით; (მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 5.1.1. პუნქტის პირველი აქტივობა).

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე, მათ შორის რეგიონების დონეზე; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სასამართლო პრაქტიკის გაუმჯობესებაზე ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით სასამართლო პროცედურების გაუმჯობესების თაობაზე, უფასო იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობაზე, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, (მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, 5.2.1., 5.2.4. 5.2.5. 5.2.8.), მოხსენებით წარსდგა უზენაესი სასამართლოს კომუნიკაციისა და კოორდინაციის ხელმძღვანელი ანა შალამბერიძე.

მოსამართლის როლის გაძლიერებაზე მხარეთა თანასწორობისა და სასამართლო  სისტემის ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშესაწყობად, (მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, 5.1.2. პუნქტი), ისაუბრა უზენაესი სასამართლოს დონორებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიუერთობის განყოფილების უფროსმა თინათინ ტყეშელიაძემ.

პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელიც შეაჯამა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.

ივლისი 2018

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi