უზენაეს სასამართლოს ლიტველ მოსამართლეთა...

qwqw

უზენაეს სასამართლოს ლიტველ მოსამართლეთა დელეგაცია ეწვია

გამოქვეყნებულია: 12/10/2017

12 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს კაუნასის რეგიონალური სასამართლოს მოსამართლეთა და ლიტვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიუციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. ლიტველმა მოსამართლეებმა გამართეს შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა დ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, სტუმრებს მიესალმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

ნინო გვენეტაძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ლიტველ კოლეგებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და ამ პროცესში მიღწეული წარმატებების შესახებ, კერძოდ, გააცნო მათ საქართველოს მართლმსაჯულების სტრტატეგიისა და სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლის შემუშავებაც მოხდა ევროპულ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში. ნინო გვენეტაძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და ლიტვის  სასამართლო სისიტემებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისა და განვითარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში.

ორი ქვეყნის სასამართლო სისტემებს შორის ურთიერთობათა გააქტიურებისა და სასამართლო პრაქტიკის ურთიერთგაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა კაუნასის რეგიონალური სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარემ მინდიუგას სიმონისმა. ქართველ და ლიტველ კოლეგებს შორის გაიმართა დისკუსია სასამართლო სისტემისა და შრომითი კანონმდებლობის უახლესი რეფორმების შესახებ. კონფლიქტების მოგვარების ალტერნატიული სახეების-არბიტრაჟის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ლიტვის მოსამართლ;ეთა დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმი და ისტორიული შენობა, ესტუმრნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც გაიმართა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან. სტუმრები გაეცნენ სამართალწარმოებას თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 ლიტველი მოსამართლლები ხვალ თბილისის სააპელაციო სასამართლოსაც ეწვევიან, სადაც გამართავენ შეხვედრას  სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებთან და გაეცნობიან სამართალწარმოების პროცესს.

ოქტომბერი 2017

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi