დანიელი ექსპერტი იესპერ ვიტრუპი...

gew

დანიელი ექსპერტი იესპერ ვიტრუპი მოსამართლეებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 03/10/2017

3 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამართლებრივი  თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სამართლებრივი  პროექტის (PROLOG)-ის მხარდაჭერით, ეწვია დანიელი ექსპერტი იესპერ ვიტრუპი, რომელმაც შეხვედრები გამართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან და აპარატის თანამშრომლებთან, მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრის კვლევის პირველი ეტაპის საკითხებთან დაკავშირებით. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სახელით დანიელ ექსპერტს მიესალმა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები, მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპულ კომისიაში  საქართველოს წარმომადგენელი ნინო ბაქაქური და ზურაბ ძლიერიშვილი. ეკატერინე გასიტაშვილმა ექსპერტს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სასამართლო სისტემაში განხორციელებული იმ მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ, რამაც შესაძლებელი გახადა სასამართლო სისტემის ხარისხობრივი გაუმჯობესება, დამოუკიდებელი და  ეფექტური მართლმსაჯულების ჩამოყალიბებისათვის. საუბარი შეეხო სასამართლო სისტემის ეტაპობრივი სტრუქტურული რეორგანიზაციის, ელექტრონული სამართალწარმოების სისტემის დანერგვის, სასამართლო სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების, მოსამართლეთა რაოდენობის, სასამართლო საქმთა განხილვის ვადებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს.

მოსამართლეებმა მოისმინეს ექსპერტის სამუშაო გამოცდილების მნიშვნელოვანი ასპექტები. 

შეხვედრას ესწრებოდა  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სამართლებრივი  პროექტის (PROLOG)-ის ხელმღვანელი მოადგილე ნილ ვანსტაინი.

დეკემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi