უზენაეს სასამართლოს დანიელი ექსპერტი იესპერ...

twtw

უზენაეს სასამართლოს დანიელი ექსპერტი იესპერ ვიტრუპი ეწვია

გამოქვეყნებულია: 03/10/2017

3 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამართლებრივი  თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია დანიელი ექსპერტი იესპერ ვიტრუპი, რომელმაც შეხვედრები გამართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან და აპარატის თანამშრომლებთან, მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრის კვლევის პირველი ეტაპის საკითხებთან დაკავშირებით.

იესპერ ვიტრუპი გამოცდილი ექსპერტია საქმიანობის შეფასების, გაზომვისა და მენეჯმენტის, რესურსების გადანაწილების საკითხებში. მას აქვს ექსპერტად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება საჯარო სექტორის ადმინისტრაციული რეფორმების კუთხით. როგორც კონსულტანტი და მკვლევარი ფოკუსირებულია სასამართლო და საგანმანათლებლო სფეროებზე.

ექსპერტმა შეხვედრა გამართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, რომელსაც ესწრებოდნენ, უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი მხარდაჭერის ხელმძღვანელი ნატო ლომთათიძე, უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი მხარდაჭერის სტატისტიკის სექტორის უფროსი ლია მჭედლიშვილი, საფინანსო სამეურნეო განყოფილების წარმომადგენელი როინ გიუნაშვილი, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი გიორგი ასანიძე, საერთო სaსამართლოების დეპარტემენტის წარმომადგენელი გოჩა მელიქიძე.

საუბარი გაიმართა სასამართლოს პერსონალის, სასამართლოს ბიუჯეტის, შემოსული საქმეების რაოდენობის, დასრულებული საქმეების რაოდენობის, მაღალი ხარისხის მონაცემების უზრუნველყოფის პროცედურების ხარისხის, მონაცემთა საიმედოობის, საქმეთა დაჯგუფების, სტატისტიკური ანგარიშების, საქმეთა განაწილების სისტემის საკითხებთან დაკავშირებით. 

დეკემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi