თბილისში საერთაშორისო კონფერენცია...

da

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია ,,არბიტრაჟის დღეები 2017“ დასრულდა

გამოქვეყნებულია: 03/10/2017

3 ოქტომბერს, თბილისში  ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები 2017“ დასრულდა, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში“.კონფერენცია გაიმართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ არბიტრაჟის წამყვანი ექსპერტები დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და საქართველოდან.

ორდღიანიღონისძიების მიზანი გახლდათ არბიტრაჟის, როგორცდავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის, განვითარება საქართველოში, მართლმსაჯულების სისტემისრეფორმის ხელშეწყობა დასაქართველოს მხარდაჭერა არბიტრაჟის რეგიონულცენტრად ჩამოყალიბების საკითხში.
ღონისძიების პარტნიორები იყვნენსაქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მიუნხენისა დაზემო ბავარიისსავაჭრო-სამრეწველო პალატა, იურიდიული კომპანიები „ნოდია, ურუმაშვილი დაპარტნიორები“, „ღვინაძედა პარტნიორები“ და „EY Georgia”. ღონისძიებას მედიაპარტნიორობა გაუწიეს  ჟურნალმა „FORBES GEORGIA-მ“, ტრანსნაციონალური დავებისმენეჯმენტმა (TDM) დაბიზნეს მედიასაქართველომ (BMG) .

საერთაშორისო კონფერენციაზე „არბიტრაჟისდღეები 2017“, არბიტრაჟის შესახებ ვრცელი მოხსენებით წარსდგა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, რომელიც კონფერენიაზე ხელმძღვანელობდა სამართლებრივი  პანელის მუშაობას.

მზიამ თოდუამ კონფერენციის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია წარუდგინა საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხების შესახებ კერძოდ,  არბიტრაჟის რაობის, მისი შექმნის ისტორიისა და წარმოშობის მიზეზების შესახებ, არბიტრაჟის უპირატესობის, მისი უარყოფითი ნიშან-თვისებების, საერთაშორისო არბიტრაჟის მახასიათებლების თაობაზე. მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო UNCITRAL-ის, არბიტრაჟის მოდელური კანონის განხილვას, რომელმაც არსებითი ზეგავლენა მოახდინა სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობაზე. აღინიშნა, რომ ადგილობრივი საარბიტრაჟო კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა განხორციელდა მოდელურ კანონთან, მათ შორის საქართველოს მაგალითზეც. დღეს არსებულ კანონმდებლობაში,  არსებობს მოდელური კანონისაგან განსხვავებული დებულებები, თუმცა, არსებობს საკანონმდებლო ინიციატივაც, რომ კანონმდებლობა შეძლებისდაგვარად მოყვანილი იქნას მოდელურ კანონთან შესაბამისობაში.

საერთაშორისო კონფერენციამ დღეს დაასრულა მუშაობა.

დეკემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi