უზენაეს სასამართლოში ყაზახეთის იუსტიციის...

wfwq

უზენაეს სასამართლოში ყაზახეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მიიღეს

გამოქვეყნებულია: 02/10/2017

დღეს 2 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის მოსამართლეებმა გიორგი შავლიაშვილმა, პაატა სილაგაძემ და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის კონსულტანტმა დავით სულაქველიძემ შეხვედრა გამართეს ყაზახეთის იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ამიტ უმაროვთან და ზარაბ კაზიევთან, რომლებიც სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან საქართველოში.

შეხვედრაზე ისაუბრეს წინასასამართლო გამოძიების პერიოდში სასამართლოს მიერ გაწეული კონტროლის შესახებ. სტუმრები დაინტერესდნენ წინასასამართლო საქმეთაწარმოების სასამართლო კონტროლის განხორციელების გზებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის მექანიზმის შესახებ სასამართლოს მხრიდან, სასამართლო საქმეების დაჩქარებული განხილვის ფორმების, მათი განსხვავებებისა და თავისებურებების შესახებ, ასევე წინასწარი გამოძიების სტადიაზე მტკიცებულებების მოპოვებისას დაშვებული არებითი საპროცესო დარღვევების შეფასების საკითხის თაობაზე, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობის გადაწყვეტისას. 

მოსამართლეებმა სტუმრებს გაუზიარეს ინფორმაცია აღნიშნული საკითხების შესახებ, ისაუბრეს საქართველოს კანონმდებლობითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ნორმებსა და არსებულ პრაქტიკაზე.

სტუმრები შეხვედრის შემდეგ ეწვიენ უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმს და დაათვალიერეს სასამართლოს ისტორიული შენობის ღირსშესანიშნაობები.

დეკემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi