საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასრულდა...

sfdfsw

საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასრულდა სამოქალაქო დავა, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმე #1011-972-2016

გამოქვეყნებულია: 06/09/2017

№ას-1011-972-2016                                               26 ივლისი,2017 წელი თბილისი 

სამოქალაქო საქმეთა პალატა შემადგენლობა/ მოსამართლეები:

                   მზია თოდუა (თავმჯდომარე),

                   პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

                   ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი (მოპასუხე) - ჯ. ხ-ა

მეორე კასატორი (მოპასუხე) - შპს „ს-ი“

მესამე კასატორი (მოპასუხე) - დ. ჩ-ე

მეოთხე კასატორი (მოპასუხე) - ლ. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - მ. ხ-ე, სს „თ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ჯ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ს-ის“, დ. ჩ-ისა და ლ. ნ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ს-ს“, ლ. ნ-სა და დ. ჩ-ეს, სს „თ-ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 1000 ლარის გადახდა მორალური/არაქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე                                                          მ.თოდუა

მოსამართლეები:                                                    პ.ქათამაძე

                                                                           ე.გასიტაშვილი

ნოემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi