სასამართლო სისტემას ახალი მონაცემთა ცენტრი...

tjtrj

სასამართლო სისტემას ახალი მონაცემთა ცენტრი და ქსელური ინფრასტრუქტურა მოემსახურება

გამოქვეყნებულია: 17/07/2017

დღეს  18 ივლისს,თბილისის საქალაქო სასამართლოში საერთო სასამართლოების ახალი მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც განთავსებულია საერთო სასამართლოების სივრცეში არსებული ორმოცამდე ელექტრონული სერვისი, მათ შორის საქალაქო/რეგიონული, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა, საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული განაწილება, INFO.COURT.GE- სასამართლოს გადაწყვეტილებების ელექტრონული საძიებო სერვისი და სხვა მნიშვნელოვანი სერვისები.

ახალი მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელება 2014 წლიდან დაიწყო, რომლის მხარდაჭერაც განახორციელდა სახელმწიფო ბიუჯეტის, საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ფონდისა და დონორო ორგანიზაციის GIZ-ის მიერ. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 1მლნ 584 215 ლარს.

ღონისძიება გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძე, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ახალი მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნას და მის ფუნქციონირებას სასამართლო სისტემის  გამართული, ეფექტური და ხარიასხიანი მუშაობის  თვალსაზრისით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა, პროექტის მხარდაჭერაში მონაწილე ყველა სტრუქტურის, მათ შორის დონორი ორგანიზაცების მონდომება და ოპერატიული მუშაობა პროექტის დროული და  წარმატებით დასრულებისათვის. მოწვეულ სტუმრებს მიესალმენ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, გერმანიის საერთაშორისო დახმარების GIZ-ის სამართლებრივი პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში თომას მაიერი და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატა ვინტერი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საერთო სასამართლოების, საერთაშორისო დონორი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ივლისი 2017

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi