რუსთავში სასამართლო საქმეთა ელექტრონული...

yutue

რუსთავში სასამართლო საქმეთა ელექტრონული განაწილების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 03/07/2017

3 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლოში სასამართლო საქმეთა ელექტრონული განაწილების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით  მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის, ასევე მედიის წარმომადგენლები. დამსწრე აუდიტორიას სასამართლო საქმეთა ელექტრონული განაწილების პროგრამის პრეზენტაცია წარუდგინა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა გიორგი ასანიძემ.

,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად  დადგინდა, რომ მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილება საპილოტო რეჟიმში განხორციელდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 1 ივლისიდან, ხოლო სხვა საერთო სასამართლოებში  საქმეები განაწილდება 2017 წლის 31 დეკემბრიდან.

საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული განაწილების სისტემა შექმნილია საერთო სასამართლოების საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ და მისი მოთხოვნები ეფუძნება თანამედროვე დაპროგრამების სტანდარტებს. სისტემისუსაფრთხოების მაჩვენებლები უზრუნველყოფს სისტემის დაცულობას, მესამე მხარის მიერ შეუღწევადობას და საიმედოობას. კანონით გათვალისინებულ სასამართლო საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპთან ერთად, ელექტრონული განაწილების სისტემა უზრუნველყოფს მოსამართლეთა შორის საქმეთა  განაწილების რაოდენობრივ თანაბრობას.

ივლისი 2017

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi