ნინო გვენეტაძემ ყაზახ კოლეგას უმასპინძლა

dgsew

ნინო გვენეტაძემ ყაზახ კოლეგას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია: 26/06/2017

2017 წლის 26 ივნისს საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთის სამთავრობო და სასამართლო ხელისუფლების დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უზენაესი სასამართლოს, კონსტიტუციური საბჭოს, გენერალური პროკურატურის, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანტიკორუფციული  და საჯარო სამსახურების სააგენტოებისა და ყაზახეთის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.

ყაზახეთის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის მიზანია გაეცნოს საქართველოში მიმდინარე  სასამართლოსა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში მიმდინარე რეფორმებს.

უკვე გაიმართა შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებს, ნინო გვენეტაძესა და კაირატ აბდრასაკული მამის შორის. უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით საქართველოსა და ყაზახეთს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისა და განვითარების  ხელშეწყობის მნიშვნელობას. უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებმა ერთმანეთს გააცნეს საქართველოსა და ყაზახეთში მართლმსაჯულების სისტემაში  მიმდინარე რეფორმების მნიშვნელოვანი მიმართულებები.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში გაიხსნა სასამართლოსა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელსაც სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. კონფერენციას ესწრებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე,   ასევე უზენაესი  და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები. ნინო გვენეტაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასა და საერთო სასამართლოების სისტემის რეფორმის ფარგლებში შემუშავებული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის  მთავარი ასპექტები. კონფერენციაზე განიხილეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების, სისხლის სამართლის სისტემის, პროკურატურისა და  პოლიციისა  რეფორმის, აგრეთვე ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებები.

ყაზახეთის სამთავრობო და სასამართლო ხელისუფლების დელეგაციის  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია  უმაღლესი დონის შეხვედრები საქართველოს იუსტიიცისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული ფირმების ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან.  ყაზახი სტუმრები ეწვევიან თბილისის საქალაქო სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას.

ყაზახეთის სამთავრობო და სასამრთლო ხელისუფლების დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი 27 ივნისს დასრულდება.

ნოემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi